UFC 315-ის პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტ დანა უაითს ჰკითხეს, განსაზღვრავს თუ არა ამ ღონისძიების მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეს, რაც დანამ დაადასტურა.
"ამ სიტუაციაში ბევრი ცვლადია, მაგრამ ეს საკმაოდ ზუსტი განცხადებაა." - განაცხადა უაითმა.
ილია თოფურიამ ბოლო ინტერვიუში დაადასტურა, რომ UFC 315-ზე ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს, მისი მეტოქე მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში ისლამ მახაჩევი იქნება თუ შარლზ ოლივეირა.
თუ ბელალი ქვესაშუალო დივიზიონის ქამარს შეინარჩუნებს, თოფურიას მახაჩევი დაუპირისპირდება, მადალენას გამარჯვების შემთხვევაში კი ისლამი ზედა წონის ქამრისთვის იბრძოლებს, მსუბუქ წონაში კი ჩემპიონის ვინაობას ილია და ოლივეირა გაარკვევენ.
ილია თოფურია სატიტულო ბრძოლა 28 ივნისს, საერთაშორისო საბრძოლო კვირის ფარგლებში, UFC 317-ზე გაიმართება.
ილია თოფურია ძველ მეტსახელს იბრუნებს