ფაბრიციო რომანოს ცნობით, ილქაი გიუნდოგანი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და მოთამაშე კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს.
მანჩესტერ სიტი შეთანხმების მიხედვით გიუნდოგანს უფასოდ უშვებს. გიუნდოგანი სტამბოლში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
გერმანელი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბს 2016 წელს დორტმუნდიდან შეუერთდა, 2023 წელს ის ბარსელონაში გადავიდა, 2024 წელს კი ისევ ქალაქელებს დაუბრუნდა.