ილქაი გიუნდოგანმა მან სიტიდან გალათასარაიში გადასვლის გადაწყვეტილება ახსნა.
„ძვირფასო ქალაქელებო, მინდა თქვენთან გულწრფელი ვიყო... ჩემი წასვლის მიზეზი ძალიან მარტივია: მინდა ფეხბურთი კვლავ იმდენად ხშირად ვითამაშო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იმიტომ, რომ ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მალე 35 წელი შემისრულდება, თმცა კვლავ ჯანმრთელად ვგრძნობ თავს და მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდში კარგად თამაში შემიძლია.
მხოლოდ ესეც არ არის - მომეცა შესაძლებლობა ჩემი ბავშვობის საყვარელ კლუბში გადავიდე, იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
მან სიტიში ახალი ეპოქა იწყება დიდებული და დაუვიწყარი პერიოდის შემდეგ - ეს არის პროცესი, რომელიც მესმის და რომელსაც ბოლომდე პატივს ვცემ. ვერასდროს დავივიწყებ იმას, რაც ამ წლების განმავლობაში კლუბმა ჩემთვის გააკეთა.
ჩემი აქ ყოფნის უდიდესი დრო ფანტასტიკური და დაუვიწყარი წარმატებებით იყო სავსე. კლუბი და ქალაქი მანჩესტერი ჩემს გულში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, კლუბის მფლობელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც კულისებს მიღმა მუშაობს, ყველა გულშემატკივარს და რა თქმა უნდა, პეპს, რომელმაც ეს დაუვიწყარი თავგადასავალი შესაძლებელი გახადა.
სიტის დიდი სიამაყით და მადლიერებით ვტოვებ - მთელი ჩემი ოჯახის სახელით მადლობას მოგახსენებთ." - აღნიშნა გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა.