ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინტერმა მანჩესტერ სიტისთან მანუელ აკანჟის ტრანსფერი შეათანხმა.
მილანელები ერთწლიან იჯარაში 2 მილიონ ევროს გადაიხდიან, სეზონის ბოლოს კი მოთამაშის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
აკანჟის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია და ამის შემდეგ ის ოფიციალურად გახდება ინტერის ფეხბურთელი.
შვეიცარიელი მცველი მანჩესტერ სიტის 2022 წელს დორტმუნდიდან შეურთდა და ქალაქელებთან ერთად 2 პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.