მანჩესტერ სიტიმ პარი სენ-ჟერმენიდან ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერი დაადასტურა.
26 წლის იტალიელმა მეკარემ ქალაქელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სიტიმ ფრანგულ კლუბს დონარუმას სანაცვლოდ 26 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
"მე ვუერთდები გუნდს, რომელიც სავსეა მსოფლიო კლასის ტალანტით და გუნდს უძღვება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი პეპ გვარდიოლას სახით." - განაცხადა იტალიელმა.
დონარუმამ პარი სენ-ჟერმენთან ერთად ლიგა 1 ოთხჯერ, საფრანგეთის თასი ორჯერ, სუპერთასი კი სამჯერ მოიგო. გასულ სეზონში კი მონაგარს ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც დაამატა.