MMA-ის ინფლუენსერი და მერაბ დვალიშვილის მეგობარი, ნინა დრამა, სოციალურ ქსელში ქართველ მებრძოლზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. როდესაც მისი თავდასხმის ამსახველი ვიდეო ვნახე, გული შემიწუხდა.
იმ ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ იმისთვის, რაც ჩაიდინეს. ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო, ტელეფონებიც კი წინასწარ ჰქონდათ მომზადებული გადასაღებად. ნაძირლების ხროვაა!
UFC-მ დილონ დენისს ორგანიზაციის ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალა მას შემდეგ, რაც თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი. მაშინ მას და მის ძმას 20-მდე ადამიანი დაესხა თავს, მაგრამ თავდამსხმელების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებიათ?
დიდი იმედი მაქვს, რომ UFC უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ორგანიზაციის ღონისძიებებზე გამოჩენას სამუდამოდ აუკრძალავს.
მან სონგ იადონგისთვის იდაყვის დარტყმაც სცადა, როდესაც ოქტაგონის ღობეზე გადაძვრა...
მხოლოდ იმიტომ, რომ ნურმაგომედოვის გვარს ატარებს, არ ნიშნავს, რომ სხვებზე მაღლა დგას“. - ამბობს ნინა დრამა.
,,პასუხს აგებთ" - თოფურიამ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა