MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელუანიმ თავის შოუში უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის წევრების მხრიდან მერაბ დვალიშვილზე თავდასხმაზე ისაუბრა.
„ბოლო ინფორმაციით, რომელიც ჩემამდე მოვიდა, მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის მერაბი და მისი მეგობარი, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც ჩემთვის ცნობილია, მერაბი არ არის ის ადამიანი, ვინც საჩივარი შეიტანა. თუმცა ინციდენტი საჯარო სივრცეში მოხდა და კამერებმაც დააფიქსირეს, ამიტომ პოლიციაში ყველა მონაწილე გადაიყვანეს.
ჩემთვის მთავარი კითხვა სხვა რამ არის: გააფორმებს თუ არა UFC უსმან ნურმაგომედოვთან კონტრაქტს ასეთი შემთხვევის შემდეგ? ძალიან მაინტერესებს, როგორ მოიქცევიან ამ სიტუაციაში.
ობიექტურად რომ შევაფასოთ, ის, რაც მერაბს გაუკეთეს, დანაშაულებრივი ქმედება იყო.
მე რომ ქუჩაში რამდენიმე ადამიანთან ერთად ვინმესთან მივსულიყავი და თავს დავსხმოდი, სერიოზული ბრალდებების წინაშე აღმოვჩნდებოდი.
ყველაფერი კამერაზეა აღბეჭდილი. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანის სიტყვა მეორისას უპირისპირდება.
ისინი ჯგუფურად მივიდნენ მერაბთან, შემოატრიალეს, სახეში გაარტყეს და შემდეგ მას და მის მეგობარს ცემა დაუწყეს.
განსაკუთრებული პატივისცემა საბა ლაზიშვილს. ის მხოლოდ 21 წლისაა და ერთი წამითაც არ დაუხევია უკან. სწორედ ასეთი ადამიანი გჭირდება გვერდით.
თუ უნდა ვივარაუდო, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ვფიქრობ, უსმან ნურმაგომედოვი UFC-სთან კონტრაქტს მაინც გააფორმებს, ეს ინციდენტი კი უბრალოდ მისი ისტორიის ნაწილად იქცევა.
და ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ხვალ დანა უაითს ამ ინციდენტის შესახებ აუცილებლად ჰკითხავენ, ის კი არსებითად არაფერს იტყვის“. - აცხადებს ჰელუანი.
,,პასუხს აგებთ" - თოფურიამ დვალიშვილზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა