• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იმპერია, სადაც მზე არასოდეს ჩადის
ფეხბურთიფეხბურთი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

იმპერია, სადაც მზე არასოდეს ჩადის

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სანაკრებო ფეხბურთში წარუმატებელი და უიღბლო ნაკრები იყო, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი ტრიუმფატორია მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის მოგებას მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაც შემატა.


ეს სიტყვები უცვლელად შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ახლახანს დასრულებული მუნდიალის ჩემპიონზე, ისე 2010 წლის მუნდიალის გამარჯვებულზე.


ერთ დროს უძლიერეს და ახლა უკვე დაუძლურებულ ნაკრებებზე, ისეთები როგორებიც ბოლო ხანს იტალია, გერმანია და ბრაზილია არიან, როგორც წესი ისმება კითხვა - რა მოხდა არასწორი ამ გუნდების თავს? ფურია როხას ორივე ეპოქალური დროება კი პასუხს პირიქით დასმულ კითხვაზე ითხოვს - რა და როგორ წაუვიდათ ესპანელებს ასე სწორად?


2010 წლის მუნდიალზე ესპანეთმა შვეიცარიასთან პირველი მატჩი წააგო და ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც ტურნირი მარცხით დაიწყო და სანამ ფურია როხა გათამაშების ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, იოახიმ ლიოვის გაწვრთნილ გერმანიის ნაკრებს ნახევარფინალში დაამარცხებდა, გუნდის ირგვლივ უამრავი კამათი იბადებოდა…



ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კრიტიკოსებსა და სკეპტიკოსებს იმის აღიარებისთვის, რომ ესპანეთი რეალურად ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი იყო, საკმაოდ უჭირდათ, ნახევარფინალში ტურნირის ყველაზე შემტევი და შედეგიანი გუნდის, გერმანიის დამარცხებამ და ფინალში გასვლამ კი ბევრ კითხვას ავტომატურად გასცა პასუხი. გეცნოთ სიტუაცია? თანაც საკმაოდ? გერმანია საფრანგეთით შეცვალეთ და 16 წლის წინანდელი ერთი-ერთში მეორდება წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონზე, მის დაცვის ხარისხსა და ნახევარდაცვის სიმყარეზე, ამავდროულად, ტექნიკასა და ფანტაზიაზე.


მთავარი, რაც ლუის დე ლა ფუენტეს დამოძღვრილმა ესპანეთის ნაკრებმა წინა მსოფლიო ჩემპიონობიდან გააუმჯობესა, გოლების რაოდენობაა. მოგეხსენებათ, ვისენტე დელ ბოსკეს ტრიუმფატორმა კრებულმა სამხრეთ აფრიკაში სულ 8 გოლი გაიტანა, პლეი-ოფის ოთხივე მატჩი კი ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო. წელს მართალია, მუნდიალს ერთი საპლეი-ოფო მატჩი დაემატა, თუმცა ამერიკის კონტინენტზე გატანილი 14 გოლი აშკარად უკეთესი შედეგია.


კიდევ ერთი ნიუანსი, რითაც პარალელი შეივლება გაივლოს ესპანელთა ორ მსოფლიო ჩემპიონ გუნდზე, თავდამსხმელი გვარად ტორესია. ელ ნინიოდ წოდებულმა ფერნანდომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, უგოლოდ დაასრულა 2010 წლის ჩემპიონატი, იგივეს იმეორებდა წელს მისი მოგვარე ფერანი, რომელმაც ფინალურ მატჩამდე მიზანი ვერაფრით გაისწორა, მაგრამ გაიტანა იქ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო...



2010 წლის გათამაშებაში ჩემპიონობამდე მისასვლელი გზა შედარებით თავისუფალი იყოვო, ხშირად იხსენებენ ფურია როხასადმი არაკეთილგანწყობილად მოსაუბრენი, არადა კარგად გამოჩნდა იმ ტურნირზე არგენტინის, ბრაზილიის, ინგლისისა თუ იტალიის შესაძლებლობები, გერმანიისა და ნიდერლანდების სახით კი მართლაც ღირსეული მეტოქეები ჰყავდა ესპანეთს. როდესაც ესპანელებმა ბარსელონას კაპიტნის, კარლეს პუიოლის თავური გოლით დაამარცხეს ბუნდესნაკრები, ყოველგვარი ეჭვი მართლაც საბოლოოდ გაიფანტა. პრესტიჟული სპორტული გამოცემა AS-ის განცხადებით, ალბათ ასე თამაშობდნენ ფეხბურთს სამოთხეში…


საკუთარი საფეხბურთო სტილისადმი ესპანელთა ერთგულებამ ზედმიწევნით სწორად იმუშავა, მაშინაც და ახლაც. შესაძლოა, ეს ისეთი თვალისმომჭრელი და სანახაობრივი არ ყოფილა, როგორსაც ბევრი ელოდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში შედეგი გამოიღო. მათი ბურთის ფლობა დაფასდა არა მხოლოდ როგორც გოლების გატანის საშუალება, არამედ, რაც მთავარია, თამაშზე მუდმივი კონტროლის გზა. არავინ ინარჩუნებს ბურთს ისე, როგორც ესპანეთი. დიახ, მსოფლიო ჩემპიონატის არცერთ სხვა გუნდს არ შეუქმნია იმდენი პასი და არ ჰქონია ბურთის ასეთი დიდი კონტროლი, რამაც უშანსოდ გააუვნებელყო მაშინდელი გერმანია და ახლანდელი საფრანგეთი.


ასე მოიპოვა ორივეჯერ მსოფლიო დიდება ესპანეთის სამეფომ, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო კუთხით პლანეტაზე უდიდესი გავლენის მქონე ქვეყანამ. სათაურად გამოტანილი ფრთიანი ფრაზაც, ორიგინალში წარმოთქმული ("El imperio donde nunca e pone el so") კარლოს V-ის დროინდელ ესპანეთის იმპერიაზე, რომელიც თითქმის ოთხი საუკუნის განვალობაში ფლობდა დედამიწის მრავალ კუთხეში ვრცელ ტერიტერიებს, თამამად შეგვიძლია მივაწეროთ ესპანეთის ნაკრებს, ამ მართლაც წითელ მრისხანებას, რომელიც სულ მცირე ოთხი წლით იქნებას მსოფლიო ფეხბურთის ტახტზე, შემდეგ კი ევროპის პირველობასა და საკუთარ სამშობლოში გასამართ მუნდიალზე ეცდება იმ ოქროს ხანის გაგრძელებას, რასაც მისთვის ჩვეული, დიდ ტურნირებზე ზედიზედ გამარჯვებები ჰქვია.


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ესპანეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

5 ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალისას სოციალური ქსელების სენსაციად იქცა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

5 ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალისას სოციალური ქსელების სენსაციად იქცა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფინალის რეკორდული მაყურებელი და გლობალური ინტერესი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფინალის რეკორდული მაყურებელი და გლობალური ინტერესი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი საფრანგეთისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი საფრანგეთისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დე ლა ფუენტეს ინტერვიუ - "კუბარსი და იამალი გენიოსები არიან"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დე ლა ფუენტეს ინტერვიუ - "კუბარსი და იამალი გენიოსები არიან"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

21 ივლ, 2026

5 ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალისას სოციალური ქსელების სენსაციად იქცა

News image

22 ივლ, 2026

ფინალის რეკორდული მაყურებელი და გლობალური ინტერესი

News image

22 ივლ, 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი საფრანგეთისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

News image

18 სთ წინ

დე ლა ფუენტეს ინტერვიუ - "კუბარსი და იამალი გენიოსები არიან"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება