• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი საფრანგეთისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი საფრანგეთისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

22 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, თუმცა დიდიე დეშამის გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულა.


მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა ტურნირზე ინგლისთან ერთად ყველაზე მეტი (20) გოლი გაიტანეს, გადამწყვეტ ეტაპებზე გამოვლენილმა სისუსტეებმა მათ მესამე ვარსკვლავის მოპოვებაში ხელი შეუშალა.

დღეს წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, რომელთა გამოც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთისთვის წარუმატებელი გამოდგა.


1. ესპანეთის გადაულახავი ბარიერი და ტაქტიკური მარცხი


საფრანგეთის წინსვლა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან შეწყდა. ტეხასში, AT&T სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ესპანეთმა 2-0 გაიმარჯვა და საფრანგეთი ფინალს მიღმა დატოვა.


საფრანგეთის მრისხანე შეტევამ, რომელიც ტურნირზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ესპანელთა დაცვას ვერაფერი დაუპირისპირა. ესპანეთმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, საფრანგეთმა კი დე ლა ფუენტეს გუნდის სრულყოფილი დაცვის წინააღმდეგ წარმატების გასაღები ვეღარ იპოვა.


2. დაცვის კოლაფსი ტურნირის დასკვნით ფაზაში


ჩემპიონატის მოსაგებად სტაბილური დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


საფრანგეთი ამ კომპონენტში ჯგუფურ ეტაპზე და პლეი-ოფის საწყის სტადიებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მეოთხედფინალის (მაროკოსთან 2-0 გამარჯვება) ჩათვლით, მათ 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი მიიღეს საკუთარ კარში (სენეგალთან და ნორვეგიასთან).

როდესაც საქმე ფსიქოლოგიურად ყველაზე რთულ მატჩებზე მიდგა, უკანა ხაზი სრულად ჩამოიშალა. ნახევარფინალში ფრანგებმა 2 გოლი გაუშვეს ესპანეთთან (2-0), მესამე ადგილისთვის მატჩში კი 6 ინგლისთან (4-6).

ჯამში, ტურნირზე საფრანგეთმა 10 გოლი გაუშვა, საიდანაც 8 უშუალოდ დასკვნით ორ შეხვედრაზე მოდის. 


3. დისბალანსი


შეუძლებელია არ აღინიშნოს საფრანგეთის უძლიერესი შემტევი პოტენციალი.


ტურნირის მსვლელობისას მათ 20-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი. გუნდმა შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვა ნორვეგიასთან (4-1), შვედეთთან (3-0) და ერაყთან (3-0).


მიუხედავად ამისა, გუნდში იგრძნობოდა დისბალანსი. შეტევის ხარჯზე გუნდი ღია ფეხბურთს თამაშობდა, რამაც ორგანიზებული და დისციპლინირებული გუნდების წინააღმდეგ, როგორიც ესპანეთია არ გაამართლა.


მაიკლ ოლისეს ხედვამ, უზადო პასებმა და ფლანგიდან გამწვავებებმა საფრანგეთი ტურნირის ყველაზე სანახაობრივ გუნდად აქცია, თუმცა ოლისესა და მბაპეს მიერ შექმნილმა ბრწყინვალე შეტევამ დაცვაში არსებული ხვრელები ვერ გადაფარა.


4. კილიან მბაპეზე დამოკიდებულება


მართალია, საფრანგეთმა ტურნირზე ბევრი გოლი გაიტანა და კილიანის გარდა სხვა მოთამაშეებიც აქტიურობდნენ, მაგრამ გუნდის შეტევითი სტრატეგია და გამწვავების ძირითადი ფაზა მეტწილად მბაპეს ინდივიდუალურ ოსტატობასა და სისწრაფეზე იყო აგებული.


ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ ნახევარფინალში ნათლად გამოჩნდა ეს პრობლემა. როდესაც ტაქტიკურად გამართულმა მეტოქემ მთავარი ვარსკვლავის ნეიტრალიზება ორმაგი დაცვითა და სივრცეების შეზღუდვით მოახერხა, დიდიე დეშამის გუნდს ეფექტური ალტერნატიული გეგმა არ აღმოაჩნდა.


მატჩის კრიტიკულ მომენტებში, როცა მბაპე მოწყვეტილი იყო თამაშს, სტრატეგიის შეცვლა და სხვა შემტევების ხარჯზე თამაშის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


2026 წლის მუნდიალზე საგოლე მომენტების რეალიზება საფრანგეთმა ნამდვილად შეძლო, მათი ნაკლი მეორე გეგმის არარსებობა, ტაქტიკური მოუქნელობა და დაცვის არასტაბილურობა იყო ყველაზე კრიტიკულ მომენტებში.


მე-4 ადგილი ამბიციური გუნდისთვის უდავოდ იმედგაცრუებაა, თუმცა დაფიქსირებული სტატისტიკა ნათლად აჩვენებს როგორც გუნდის დადებით მხარეებს, ისე მთავარ პრობლემებს, რისი გადაჭრაც სამომავლო წარმატების წინაპირობა იქნება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

დიდიე დეშამი
ესპანეთის ნაკრები
france
მაიკლ ოლისე
მბაპე
მსოფლიო ჩემპიონატი
საფრანგეთის ნაკრები
spain
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,იმედია, ოქროს ბურთს მათაც მივუძღვნი" - ვის ემადლიერება მბაპე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,იმედია, ოქროს ბურთს მათაც მივუძღვნი" - ვის ემადლიერება მბაპე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ინგლისში გადასვლასთან ახლოს ვიყავი" - რატომ არ შედგა მბაპეს ტრანსფერი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ინგლისში გადასვლასთან ახლოს ვიყავი" - რატომ არ შედგა მბაპეს ტრანსფერი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეშამის ეპოქა დასრულდა! - ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში რევოლუცია დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეშამის ეპოქა დასრულდა! - ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში რევოლუცია დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ადრე რომ გეკითხათ, არას გეტყოდით", - მბაპე ისტორიულ მიღწევაზე ფიქრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ადრე რომ გეკითხათ, არას გეტყოდით", - მბაპე ისტორიულ მიღწევაზე ფიქრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 სთ წინ

,,იმედია, ოქროს ბურთს მათაც მივუძღვნი" - ვის ემადლიერება მბაპე?

News image

21 სთ წინ

,,ინგლისში გადასვლასთან ახლოს ვიყავი" - რატომ არ შედგა მბაპეს ტრანსფერი?

News image

3 სთ წინ

დეშამის ეპოქა დასრულდა! - ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში რევოლუცია დაიწყო

News image

3 სთ წინ

„ადრე რომ გეკითხათ, არას გეტყოდით", - მბაპე ისტორიულ მიღწევაზე ფიქრობს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება