მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინდიან უელსის 1000-იან ტურნირზე კაცთა და ქალთა თანრიგში ჩემპიონები გამოვლინდნენ.
კაცების ბადის ფინალურ მატჩში ერთმანეთს დანიელი ჰოლგერ რუნე და ბრიტანელი ჯეკ დრეიპერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მიუხედავად დიდი ბრძოლის მოლოდინისა, მატჩი ასეთი არ გამოვიდა - 1 საათსა და 10 წუთში დრეიპერმა 6:2 6:2 მოიგო და თავისი კარიერის ყველაზე დიდ ტიტულს დაეუფლა.
რაც შეეხება ქალთა თანრიგს, აქ 17 წლის მირა ანდრეევა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, არინა საბალენკას დაუპირისპირდა და გოგონებს შორის ბრძოლამ 2 საათი და 6 წუთი გასტანა.
პირველი სეტის 6:2 მოგების შემდეგ, საბალენკამ სადავეები ხელიდან გაუშვა და 4:6 3:6 დათმო.
17 წლის და 308 დღის ასაკში მირა ანდრეევა 26 წლის მანძილზე ინდიან უელსის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები