ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერსის 1/8 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, იანიკ სინერი, ჟოაო ფონსეკას დაუპირისპირდა.
შეხვედრა 2 საათი და 3 წუთი გაგრძელდა და იტალიელმა 2 სეტში იმარჯვა, თუმცა ორივე სეტში ტაიბრეიკი გახდა საჭირო (7-6, 7-6).
სინერი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ ლერნერ ტიენს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ესპანელ დავიდოვიჩ ფოკინას სძლია 3 სეტში.
იანიკმა ტურნირის საწყის ეტაპებზე ჩეხი სვრცინასა და კანადელი შაპოვალოვის ბარიერები სეტის წაუგებლად გაიარა.