• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
VIDEO: ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი AO-ზე - ჯოკოვიჩმა სინერს მოუგო და 38-ე ფინალს ითამაშებს
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი AO-ზე - ჯოკოვიჩმა სინერს მოუგო და 38-ე ფინალს ითამაშებს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი გახდა. 1/2 ფინალში მსოფლიოს მე-2 ჩოგან იანიკ სინერს 5-სეტიან ბრძოლაში, 4 საათსა და 12 წუთში მოუგო - 3:6; 6:3; 4:6; 6:4; 6:4.


სერბი ლეგენდა სეტებში AO-ს ბოლო 2 გათამაშების ჩემპიონს 2-ჯერ ჩამორჩა, თუმცა პროცესში დარჩენა მოახერხა, გადამწყვეტ სეტში 8-ვე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და, 38 წლისა და 241 დღის ასაკში, AO-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფინალისტის სტატუსი მიიღო. აქამდე რეკორდი კენ რუზენვალს ეკუთვნოდა - 1972 წლის ფინალი 37 წლისა და 54 დღის ასაკში ითამაშა.


ნოვაკს მეტოქეზე 14-ით ნაკლები (12:26) ეისი და 26-ით ნაკლები (46:72) ვინერსი ჰქონდა. ასევე, 18-დან 16 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, სინერმა კი ეს 8-დან 5-ჯერ შეძლო.


როგორც ვიცით, მეორე 1/2 ფინალში კარლოს ალკარასმა და ალექსანდრ ზვერევმაც 5 სეტი ითამაშეს - AO-ზე 2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ორივე ნახევარფინალი 5-სეტიანი გამოდგა (მაშინ - ფედერერი V ვავრინკა; ნადალი V დიმიტროვი).


ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ფინალში 38-ედ ითამაშებს, რაც ასევე ყველა დროის რეკორდია - მეორე ადგილზე როჯერ ფედერერია (31 ფინალი), მესამეზე რაფაელ ნადალი (30 ფინალი). კონკრეტულად AO-ზე ნოლეს 10-დან 10 ფინალი აქვს მოგებული.


ჯოკოვიჩს კარიერაში დიდი სლემის 24 ტიტული აქვს მოგებული, რაც ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ მარგარეტ კორტის შედეგს ვერ ჯობნის - მასაც 24 აქვს. ასე რომ, ეძლევა შანსი თავის რეკორდების დიდ ყულაბაში ეს უდიდესი რეკორდიც ერთპიროვნულად ჩააგდოს.


AO-ს ფინალისტთა ურთიერთშეხვედრებში ნოლე 5:4 იგებს, თუმცა უშუალოდ დიდი სლემის ფინალებში 0:2-ს აგებს - კარლიტოსმა ორივე ეს ფინალი უიმბლდონზე მოუგო.


კარლოს ალკარასისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ფინალური მატჩი 1-ელ თებერვალს გაიმართება.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ჩოგბურთი
ავსტრალიის ღია პირველობა
ჯოკოვიჩი
სინერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: სეტწაუგებლად ფინალში - საბალენკა AO-ს ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: სეტწაუგებლად ფინალში - საბალენკა AO-ს ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

"ძალიან იღბლიანი ვარ" - სვიტოლინა მარცხსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

"ძალიან იღბლიანი ვარ" - სვიტოლინა მარცხსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: 2023 წლის ფინალის გამეორება - რიბაკინა AO-ს ტიტულისთვის საბალენკას შეხვდება

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: 2023 წლის ფინალის გამეორება - რიბაკინა AO-ს ტიტულისთვის საბალენკას შეხვდება
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: Alcaraz Mentality - ზვერევს უმძიმესი 1/2 ფინალი მოუგო და AO-ს ფინალში პირველად გავიდა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: Alcaraz Mentality - ზვერევს უმძიმესი 1/2 ფინალი მოუგო და AO-ს ფინალში პირველად გავიდა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

29 იან, 2026

VIDEO: სეტწაუგებლად ფინალში - საბალენკა AO-ს ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს

News image

21 სთ წინ

"ძალიან იღბლიანი ვარ" - სვიტოლინა მარცხსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე

News image

29 იან, 2026

VIDEO: 2023 წლის ფინალის გამეორება - რიბაკინა AO-ს ტიტულისთვის საბალენკას შეხვდება

News image

8 სთ წინ

VIDEO: Alcaraz Mentality - ზვერევს უმძიმესი 1/2 ფინალი მოუგო და AO-ს ფინალში პირველად გავიდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება