VIDEO: სეტწაუგებლად ფინალში - საბალენკა AO-ს ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს
29 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.
ბელარუსმა AO-ს 1/2 ფინალურ ეტაპზე უკრაინელ ელინა სვიტოლინას 6:2; 6:3 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე 6-ვე თამაში ისე მოიგო, რომ სეტიც არ წაუგია.
აღსანიშნავია, რომ არინა საბალენკა ღია ერაში მე-3 ჩოგბურთელია, ვინც AO-ს ფინალში ზედიზედ 4-ჯერ ითამაშებს - 1971-77 წლებში ევონ გულაგონგმა ზედიზედ 7 ფინალი ითამაშა, ხოლო 1997-2002 წლებში მარტინა ჰინგისმა - ზედიზედ 6.
საბალენკა AO-ს 2023 და 2024 წლების გათამაშების გამარჯვებულია, გასულ წელს კი ფინალური მატჩი ამერიკელ მედისონ კიზთან დათმო. ჯამში მას დიდი სლემის 4 ტიტული აქვს მოგებული - ასევე 2-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო (2024; 2025). საერთო ჯამში, დიდი სლემის ტურნირების ფინალში მერვედ მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ორივე ჩოგბურთელი გავიდა ისე, რომ 6 შეხვედრაში არც ერთი სეტი წაუგიათ.
არინა საბალენკა ელენა რიბაკინას AO-ს ფინალში 2023 წელსაც შეხვდა და 3 სეტში მოუგო. ურთიერთშეხვედრებში 8:6-ს ამარცხებს. ფინალური მატჩი შაბათს, 31 იანვარს ჩატარდება.