ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ქალაქ ფინიქსში მიმდინარე ჩელენჯერზე 2 ეტაპი გაიარა და გამოსვლა 1/4 ფინალში დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ ნომერ ფრანგ კორენტინ მუტეს პირველ სეტში 6:5-ს უგებდა და თავად აწვდიდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ტაიბრეიკი წააგო, მეორე სეტში კი მუტეს უპირატესობა აშკარა იყო - 6:7; 4:6.
ნიკას 2026 წლის სეზონში ცუდი სტარტი აქვს და 13-დან მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგო, რომელიმე ტურნირის 1/4 ფინალამდე კი პირველად გავიდა. იგი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა.