NextGen Euroleague-ის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის ეგიდით, მათე ხატიაშვილი ვირტუს ბოლონიასთან მატჩის MVP გახდა. მისმა გუნდმა 4-ქულიანი სხვაობით მოიგო - 69:65.
ქართველი კვლავ ბასკონიას სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 35:46 წუთი გაატარა - 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 20 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ბასკებმა, პანათინაიკოსის განადგურების (96:64) შემდეგ, ბოლონიელებსაც აჯობეს და 2-დან 2 გამარჯვება აქვთ. მომდევნო თამაშს დღესვე, ბოლონიის კიდევ ერთი გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.