VIDEO: მამუმ 16 წუთი ითამაშა - ტორონტომ ფინიქსს მოუგო
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილოსან ფინიქს სანსს 7-ქულიანი სხვაობით მოუგო - 122:115.
მამუმ პარკეტზე 16:22 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი შეჰმატა. 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
66 მატჩის შემდეგ, რეპტორსმა 37 გამარჯვება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა - ერთი პოზიციით ზემოთ მყოფ მაიამი ჰიტთან 1 მოგება აშორებს.
სანდროს გუნდი მომდევნო თამაშში, 15 მარტის 23:30 საათზე, თავისივე კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსს უმასპინძლებს.