ნიკოლოზ ბასილაშვილმა, აშშ-ის ქალაქ ფინიქსში მიმდინარე ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირზე, 2 ეტაპი გაიარა და 1/4 ფინალში ითამაშებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში პოლონელ კამილ მაიხშაკს 7:6; 6:3 მოუგო, 1/8 ფინალში კი არტურ კაზომ თამაშზე უარი განაცხადა და ნიკამ საგზური უბრძოლველად მიიღო.
ბასილაშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე ტურნირის პირველი ნომერი, კორენტინ მუტე იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 33-ე ჩოგანია (ბასილა 133-ეა).
ნიკას 2026 წლის სეზონში ცუდი სტარტი აქვს და 12-დან მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგო, რომელიმე ტურნირის 1/4 ფინალამდე კი პირველად გავიდა.