ფინეთის ქალაქ ოულუში გამართულ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰენრი კუპრაშვილმა 3 მედალი მოიპოვა.
80+ ასაკობრივ კატეგორიაში, კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
შეჯიბრებაში 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.