ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ფინალზე ინტერის მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმაც ისაუბრა.
„ისეთ მატჩში მოსაგებად, როგოიც ხვალინდელია, გესაჭიროება სტრატეგია. თამაშისთვის უნდა მოემზადო იმის გააზრებით, რომ პსჟ ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელსაც განსაკუთრებული მწვრთნელი ჰყავს.
ლუის ენრიკე ძალიან მომწონს როგორც ადამიანი და როგორც სპეციალისტი.
ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე - ბურთის კონტროლის მხრივ საუკეთესო გუნდია ევროპაში. თუმცა, ამ თვალსაზრისით ჩვენც საუკეთესოებს შორის ვართ გარეული. შევეცდებით, პასები უფრო ზუსტად ვაკეთოთ და შეძლებისდაგვარად ბურთი დავიჭიროთ, რომ მას პსჟ არ დაეუფლოს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ტოპ-დონის გუნდი გვყავს მეტოქედ." - აღნიშნა ინძაგიმ.