ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დეზირე დუე დასახელდა, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ახალგაზრდა ფრანგი გახდა 2014 წლის შემდეგ პირველი მოთამაშე, რომელმაც ლიგის ფინალში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მაშინ ეს კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო.
ასევე ინტერთან მატჩში პარიზელთა ახალგაზრდები ისტორიაში ჩაეწერნენ - სენი მაიულუ მეორე ყველაზე ახალგაზრდა, დეზირე დუე კი მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, რომლებმაც ლიგის ფინალში გოლის გატანა შეძლეს.
პატრიკ კლუივერტი (18 წლის და 327 დღის)
სენი მაიულუ (19 წლის და 14 დღის)
კარლოს ალბერტო (19 წლის და 167 დღის)
დეზირე დუე (19 წლის და 362 დღის)
დუე, მესი, ჰალანდი - ფრანგი L'Equipe-ის ათიანთა სიას შეუერთდა