პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, საფრანგეთში დაწყებული მასობრივი არეულობა გააკრიტიკა.
შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პარი სენ-ჟერმენმა ინტერი 5:0 გაანადგურა და ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
მატჩის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მასეობრივი არეულობები დაიწყო - დაშავდა 192 ადამიანი, 559 დააკავეს, მოხდა 692 ხანძარი, 264 შემთხვევაში დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. ორი ადამიანი გარდაიცვალა: სკუტერით მიმავალი ქალი მანქანამ გაიტანა, 17 წლის მოზარდს კი მკერდის არეში დანით მიაყენეს ჭრილობები.
„ხალხს ვთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნონ, ჩვენ უსაფრთხოება გვჭირდება. როგორც გავიგე, მსხვერპლიც არის. ეს უკვე სპორტი აღარაა.
ეს დაუვიწყარი მომენტია და უბედურ შემთხვევებს აქ ადგილი არ აქვს." - აღნიშნა პსჟ-ს მეთაურმა