ცნობილმა სტატისტიკურმა გვერდმა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მოთამაშეების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.
სატრანსფერო ფასი გაეზარდათ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს, ზურიკო დავითაშვილის მაჩვენებელი კი უცვლელია.
ხვიჩას ღირებულება 80 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 10 მილიონით მეტია (90 მლნ. ევრო), ჟორჟის შემთხვევაში კი 20 მლნ. ევრო 22 მლნ. ევრო გახდა. ზურიკოს ღირებულება კვლავ 10 მლნ. ევროა.
კვარა ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეც კია და ამ წოდებას დეზირე დუესა და უსმან დემბელესთან ერთად იყოფს.
1. ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ. ევრო
1. დეზირე დუე - 90 მლნ. ევრო
1. უსმან დემბელე - 90 მლნ. ევრო
4. ჟოაო ნევეში - 80 მლნ. ევრო
4. ვიტინია - 80 მლნ. ევრო
4. აშრაფ ჰაკიმი - 80 მლნ. ევრო
ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, რომელიც პსჟ-ის ფეხბურთელი არ არის, რაიან შერკია (45 მლნ. ევრო).