შეიძლება თუ არა მატვეი საფონოვის გამოსვლებმა შეცვალოს ლუის ენრიკეს ხედვა და გადაწყვეტილებები? ეს არის მომდევნო კვირებისა და 2026 წლის დასაწყისის მთავარი გამოწვევა პარი სენ-ჟერმენში. ამ საკითხზე სტატიას L'Equipe აქვეყნებს.
რამდენიმე კვირის წინ, შევალიეს სეზონის არაერთგვაროვანი სტარტის გამო, კლუბის შიგნით ზოგიერთმა გავლენიანმა ხმამ ახალწვეულისთვის კონკურენციის გაწევაზე საუბარი დაიწყო, ზუსტად ისე, როგორც შტაბმა გასულ წელს გააკეთა.
დღეს კლუბში განმარტავენ, რომ „იერარქია არ არსებობს“, კონკურენცია არის „ყველა პოზიციაზე“, მათ შორის მეკარეებშიც და „ყოველ მატჩში საუკეთესო ითამაშებს“.
როგორც გარეთ, ისე თავის ასისტენტებთან საუბარში, ლუის ენრიკე კმაყოფილია, რომ შეუძლია დაეყრდნოს სამ უმაღლესი დონის სპეციალისტს.
შევალიე არის არჩევანი მომავლისთვის, რომელზეც პსჟ გრძელვადიან პერსპექტივაში აწყობს გეგმებს. ლუის ენრიკე დარწმუნებულია შევალიეს მრავალმხრივობაში და პოტენციალში. ახლა კი მთავარი მისი რესურსის მართვაა.
საფონოვმა იცის, რომ გადამწყვეტ პერიოდს გადის; ის ყოველდღიურად ავლენს მაქსიმალურ მოტივაციას.
თავის მხრივ, შევალიეს მხრიდან განსაკუთრებული შეშფოთება არ შეიმჩნევა; ის მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებასა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
როგორც Le Parisien წერს, რენატო მარინს თასზე შეიძლება შანსი მიეცეს. მას ჯერ პროფესიონალებში არ უთამაშია, თუმცა რეგულარულად გამოდის ესპუარების გუნდში, სადაც ის ეფექტური მეკარეა და მისი პროგრესი მოლოდინებს შეესაბამება.