საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-16 ტურში, პსჟ-მ სტუმრად მეცი 3:2 დაამარცხა. მეცის მხრიდან ერთ-ერთი გოლი გიორგი წიტაიშვილმა შეაგდო.
ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის შემდეგ წიტაიშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"პირველივე წუთებიდან კარგად გამოიყურებოდა და აქვს უნარი, ყველა მატჩში ასეთი ხარისხით ითამაშოს. უკვე მივულოცე და კიდევ ერთხელ ვულოცავ, რომ გოლი გაიტანა.
იმის მიუხედავად, რომ ჩემს გუნდს გაუტანა, მის გამო ბედნიერი ვარ. მან გოლი შეაგდო, ჩვენ მოვიგეთ - ყველაფერი იდეალურად დასრულდა", - აღნიშნა კვარამ.
წიტაიშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-3 საგოლე მოქმედება მიითვალა - ბრესტთანაც შეაგდო, ხოლო პარიზთან საგოლე პასი შეასრულა.