VIDEO: ოლიმპიაკოსს მოუგეს - შენგელიას ბარსა კარგ ფორმაში შევიდა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის მე-15 ტურში, ბერძნულ ოლიმპიაკოსთან პრინციპული მატჩი მოიგო - 98:85. ქართველს, ბარსას რიგებში, მე-3 შედეგი ჰქონდა.
თოკომ 29:16 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
ბარსამ ევროლიგის ბოლო 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდა - 10 მოგება აქვს და ლიდერ ჰაპოელ თელ-ავივს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება.
16 დეკემბერს კატალონიელები სტუმრად შეხვდებიან პარიზს, რომელსაც 15-დან 5 მატჩი აქვს მოგებული.