VIDEO: ლამაზი გოლი მარჯვენათი - პაპუნაშვილმა სეზონში მეორედ გაიტანა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონში მე-2 გოლი გაიტანა. ზირას ქართველმა შემტევმა შამახთან გასვლით მატჩში შეაგდო.
30 წლის ფეხბურთელმა საკუთარი გუნდი სწრაფი გოლით დააწინაურა - შორი მანძილიდან ლამაზი დარტყმით შეაგდო, თანაც ეს მარჯვენა ფეხით გააკეთა.
პაპუსთვის წლევანდელ სეზონში მე-2 გოლია, გასული წლის გათამაშება კი 7 შედეგიანი დარტყმით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მისმა გუნდმა სეზონში მეორედ წააგო და ცხრილის მე-3 ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა - თუკი კონკურენტი სუმგაითი ნეფთჩის სტუმრად მოუგებს.
ზირა მომდევნო ტურში, 20 დეკემბერს, მე-9 ადგილოსან იმიშლის უმასპინძლებს.