VIDEO: ორმაგი დუბლი - შერმადინმა ლიგა ენდესაში მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში მისთის მე-3 საუკეთესო მატჩი ჩაატარა და საკუთარ ლაგუნა ტენერიფეს ბრეოგანთან სტუმრად მოაგებინა - 108:96.
კანარიელთა ქართველმა კაპიტანმა 29:01 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი მიითვალა - 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი. 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
საერთო ჯამში, შერმოს შედეგიანობის ინდექსმა 34 შეადგინა, რითაც ორივე გუნდში დიდი უპირატესობით საუკეთესო იყო (თანაგუნდელ აარონ დოორნეკამპს - 22).
გიოს ამ სეზონში ამაზე უფრო მაღალი ეფექტიანობის ინდექსი 2-ჯერ ჰქონდა - მანრესასთან 38 და ანდორასთან 37.
ტენერიფემ მიმდინარე ჩემპიონატში 10-დან მე-7 შეხვედრა მოიგო და მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 20 დეკემბერს, ცხრილის შუაში მყოფ ჟირონას ესტუმრება.