გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მესამე ბრძოლა წააგო.
დღეს მისი მეტოქე ახალგაზრდა არგენტინელი კევინ ვალეხოსი იყო, რომელიც გიგასთან ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრებოდა.
პირველი რაუნდი გიგამ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და აშკარად თავის სასარგებლოდ დაასრულა, თუმცა, მეორეში ვალეხოსმა ჭიკაძეს ბრუნში იდაყვი მოარტყა, რისთვისაც ქართველი მზად არ აღმოჩნდა და დაეცა, რის შემდეგაც არგენტინელს ბრძოლის დამთავრება აღარ გასჭირვებია.
მეორე რაუნდის 1 წუთსა და 29 წამზე კევინ ვალეხოსმა გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა.
გიგა ჭიკაძემ კი 2023-ში ალექს კასერესთან გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მესამე ბრძოლა დათმო UFC-ში, ჯერ არნოლდ ალენთან, შემდეგ დევიდ ონამასთან და ახლა უკვე კევინ ვალეხოსთანაც.