ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქართველების შეხვედრა ლიგა 1-ში - მეცი პსჟ-ს მიიღებს
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ქართველების შეხვედრა ლიგა 1-ში - მეცი პსჟ-ს მიიღებს

14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში მეცი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.

მატჩის განაცხადში სამივე ქართველი ფეხბურთელია: მეცის მხრიდან - გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი, ხოლო პარიზელთა მხრიდან - ხვიჩა კვარაცხელია.

მეცს 15 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. უსაფრთხო ზონამდე სხვაობა 4 ქულაა. ქართველების გუნდმა ამ სეზონში მხოლოდ 3 მატჩის მოგება მოახერხა, თანაც სამივესი ზედიზედ, თუმცა გუნდმა ბოლო 3 შეხვედრა წააგო.

გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, გიორგი აბუაშვილის კი - 1 გოლი.

რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გუნდი ლიგა 1-ს არ ლიდერობს. პირველ ადგილზე ლანსია 34 ქულით, ლუის ენრიკეს გუნდს კი 33 ქულა აქვს.

ასე რომ, პარიზელებისთვის დღევანდელ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ ლანსი, რომელსაც ზედიზედ 5 მოგება აქვს, ნიცას უმასპინძლებს, რომელმაც ზედიზედ 8 შეხვედრა წააგო.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სავარაუდო შემადგენლობები

მეცი - ფიშერი; კოლინი, ბამინი, იეგბე, ბალო-ტურე; ტურე, დემინჟე; საბალი, ჰეინი, წიტაიშვილი; ასორო

პსჟ - შევალიე; ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში; ნევეში, მაიულუ, რუისი; ლი, დუე, მბაიე

დღეს გუნდების სასტარტო შემადგენლობებში მხოლოდ ერთ ქართველს, გიორგი წიტაიშვილს ელიან.

მეცისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩს რომან ლისორჟი განსჯის, რომელმაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 28 ყვითელი და 1 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მან მხოლოდ 1 პენალტი დანიშნა.

ლისორჟს ამ სეზონში არც მეცისა და არც პარიზელთა მატჩში არ უმუშავია, თუმცა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალმიოსა და იბერიას შეხვედრა განსაჯა, რომელიც შვედური გუნდის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ფრანგმა არბიტრმა 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა მოთამაშეებს.

მეცი - პსჟ 22:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გიორგი აბუაშვილი
პსჟ
გიორგი წიტაიშვილი
მეცი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

11 დეკ, 2025

"ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ" - კვარაცხელია ატლეტიკთან მატჩის შემდეგ

News image

11 დეკ, 2025

ავტობუსს ქვები ესროლეს - პსჟ-მ ბილბაო ინციდენტის ფონზე დატოვა

News image

43 წთ წინ

VIDEO: გოოოოოოლ! წიტაიშვილის ბრწყინვალე გოლი პსჟ-ს კარში

News image

34 წთ წინ

VIDEO: წიტას შედევრმა მეცი მარცხისგან ვერ იხსნა — ქართული დერბი საფრანგეთში კვარამ მოიგო

კომენტარები

"ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ" - კვარაცხელია ატლეტიკთან მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი