ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, ბილბაოს ატლეტიკთან ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, პსჟ-მ ბასკეთის მთავარი ქალაქი ინციდენტის გარეშე ვერ დატოვა.
ბილბაოელმა გულშემატკივრებმა პარიზელთა ავტობუსს ქვები ესროლეს, რასაც მინის ორ ადგილას დაზიანება მოჰყვა.
ადგილობრივების ცნობით, ინციდენტის მომენტში ავტობუსში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, დაშავებულებიც არ არიან.
ბილბაოსა და პსჟ-ს შეხვედრაში პარიზელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა 3 ქულის აღება ვერ შეძლეს. უეფა-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა მეკარე უნაი სიმონი დაასახელა.