მადრიდის რეალის მეკარის, ტიბო კურტუას აზრით, მისმა გუნდმა მან სიტისთან მატჩში გამარჯვება დაიმსახურა.
„კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველებმა გავიტანეთ, თუმცა მეტოქემ ჩემი შეცდომის გამო მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ბურთი მომხვდა და უცებ ვერ გავიაზრე, როგორ ჯობდა მისი მოგერიება.
როცა საქმეები ცუდად მიგდის, ასხლეტილი ბურთი პირდაპირ მეტოქეს მისდის და არა შენს თანაგუნდელს და ახლაც ზუსტად ეს შემთხვევა მოხდა. ამ გოლმა მან სიტის თავდაჯერება მისცა.
შემდეგ, მეტოქემ პენალტი მოიპოვა. ეპიზოდი განმეორებით მაქვს სანახავი, თუმცა მგონია, რომ თერთმეტმეტრიანი სწორად დაინიშნა. უფრო მეტ შეკითხვებს პირველი გოლი იწვევს, სადაც შეიძლება ანტონიო რუდიგერს ხელი კრეს.
მეორე ტაიმი მეტოქემ დაიწყო ბევრად უკეთ, თუმცა მე-60 თუ 65-ე წუთიდან თამაში ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცა.
ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა, თუმცა ბურთი კარში უბრალოდ არ შედიოდა და წავაგეთ თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო."