კარიმ ბენზემამ ფრანგულ L'Equipe-თან მადრიდის რეალში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„რა ხდება რეალში? მათ აკლიათ კავშირი მბაპეს, ვინისიუსს, ბელინგემსა და როდრიგოს შორის. თითოეულმა უნდა იცოდეს თავისი როლი.
ჯუდმა უნდა იცოდეს, რომ ის შემქმნელია და არა თავდამსხმელი. მბაპემ უნდა იცოდეს, რომ ის ფორვარდია და არა პლეიმეიკერი. ვინი მარცხენა ვინგერია და არა ექვსიანი… როცა თითოეული უფრო კარგად გაიაზრებს თავის როლს, პრობლემა მოგვარდება.
ჩაბი ალონსოს ბევრი რამის გაკეთება ნამდვილად არ შეუძლია, მას წარმოუდგენელი სახელები ჰყავს და ეს სახელები შემადგენლობაში უნდა დააყენოს.
რთულია. თითოეულს თავისი ეგო აქვს. ამ ვარსკვლავებმა უნდა უთხრან საკუთარ თავს, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანი მისცეს გუნდს და ყველაზე მთავარი, მათ უნდა იურთიერთონ.
პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ვერ ეგუები იმას, რომ შენს წინ მოთამაშე შენზე უფრო მეტ გოლს იტანს. ასეთი პრობლემები მაშინ ხდება, როცა ერთად ძალიან ბევრი ვარსკვლავია.
თუ შენი თანაგუნდელი შენზე უკეთესია, ეს უნდა მიიღო. იმიტომ, რომ იმ თანაგუნდელს მაინც სჭირდება სხვები, ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს.
რეალში კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გამოცდილი ვეტერანები აღარ დარჩნენ. ვინმე ისეთი, ვინც მივა მბაპესთან, ბელინგემთან, ვინისთან და ეტყვის, რა არის არასწორი.“ - განაცხადა ბენზემამ.