ჯუდ ბელინგემმა მან სიტისთან მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სტვენაზე ისაუბრა.
სიტისთან მატჩის მსვლელობისას სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ საკუთარ ფეხბურთელებს დაუსტვინა. რეალმა ბერნაბეუზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო - სელტასთან ლა ლიგაში (0:2) და სიტისთან ლიგაზე (1:2).
გადაწყვეტილება მიღებულია - გაუშვებენ თუ არა ალონსოს სიტისთან მარცხის შემდეგ?
„ვხვდები, რატომაც გვისტვენენ. ხალხი დიდ ფულს იხდის იმაში, რომ გვიყუროს და თანაც, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობთ.
დღეს რაღაც შეიცვალა, ამას ვგრძნობ. ახლა უნდა გავიაზროთ, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი თითოეულ ჩვენგანს." - აღნიშნა ინგლისელმა ფეხბურთელმა.