მადრიდის რეალმა მან სიტისთან გუშინდელ მატჩში (1:2) ჩემპიონთა ლიგაზე 2003/04 სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.
ჩაბი ალონსოს გუნდმა მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთი დარტყმა შეასრულა, რაც სანტიაგო ბერნაებუზე გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში 2003/04 სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
კურტუა: "სიტიმ პირველი გოლი ჩემი შეცდომით გაიტანა — წავაგეთ მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო"
ის ერთადერთი დარტყმა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა — როდრიგომ შეასრულა და დონარუმას კარიც აიღო, როცა 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
კონტრასტისთვის, მან სიტიმ რეალის კარში 8 ზუსტი დარტყმა განახორციელა, საიდანაც 2 გოლად აქცია, დანარჩენი კი ტიბო კურტუამ მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დაზიანების გამო რეალის მთავარმა მეგოლემ — კილიან მბაპემ გამოტოვა.