მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბოლო ზედიზედ ორი მატჩი დათმო.
ლა ლიგაში რეალის დამარცხება სელტამ (0:2) შეძლო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მან სიტიმ (1:2).
რეალმა ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში 2003/04 სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა
უკანასკნელად რეალმა ბოლო ორი საშინაო მატჩი წინა (2024/25) სეზონში დათმო, როცა 26 ოქტომბერს ელ კლასიკოში 0:4 დამარცხდა, 5 ნოემბერს კი ჩემპიონთა ლიგაზე მილანს გაატანა სამი ქულა (1:3).
აი იქამდე კი, მსგავსი რამ ბოლოს 2009 წელს იყო მომხდარი - ბარსელონასთან 2:6 და მალიორკასთან 1:3 წაგებების შემდეგ, რეალს ზედიზედ ორი საშინაო მატჩი თითქმის 15 წლის მანძილზე არ ჰქონდა წაგებული.