ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ანტონიო კონტეს უპასუხა.
ეს ორი მწვრთნელი გუშინ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა და გამარჯვება ბენფიკამ, 2:0 მოიპოვა. თამაშის შემდეგ კონტემ დაიჩივლა, რომ ბენფიკამ ჩემპიონატში თავისი მატჩი პარასკევს ჩაატარა, ნაპოლიმ კი — კვირას.
„ჩემი გუნდი ბოლო 3-4 კვირაა კარგად თამაშობს. სპორტინგთან ჩვენმა თამაშმა მაფიქრებინა, რომ დღესაც შეგვეძლო კარგი შედეგის მიღწევა.
ისიც ვიცოდი, რომ ტოპ-მწვრთნელის ფანტასტიკური გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში, რომელიც 3-მცველიან სისტემას იყენებს და მეტოქეებს ბევრ პრობლემებს უქმნის, თუმცა საბოლოოდ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებაც დავიმსახურეთ.
სიტყვები, რომ ბენფიკა უფრო დასვენებული იყო — თავის მართლებას ჰგავს." - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.