მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მან სიტისთან 1:2 წააგო.
თამაშამდე ბევრი იწერებოდა, რომ ამ მატჩის წაგების შემთხვევაში ალონსოს რეალის მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ.
თუმცა, ესპანური პრესა, კერძოდ კი Marca და ასევე Sky-ს ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი წერენ, რომ დღეს ხელმძღვანელობა ალონსოს არ გაუშვებს.
ესპანელი გუნდს როგორც მინიმუმ ალავესთან უქმეებზე გასამართ მატჩზე გაიყვანს.
"ჩემი მომავალი? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე შემდეგ თამაშზე ვარ კონცენტრირებული." - აღნიშნა მატჩის შემდეგ ალონსომ.