ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ოქროს ბურთის 6 ფავორიტი დაასახელა. სიაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
უსმან დემბელე (პსჟ)
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
რაფინია (ბარსელონა)
ლამინ იამალი (ბარსელონა)
კილიან მბაპე (რეალი)
"ნაპოლიში დაწყებული სეზონის შემდეგ, ქართველს შეუძლია იშვიათი მიღწევით მოიწონოს თავი. მან ერთ სეზონში სერია ა და ლიგა 1 მოიგო და ამას ჩემპიონთა ლიგაც დაამატა. არც ისე ცუდია ბიჭისთვის, რომელიც რუსთავში თამაშობდა.
დიდი ხანია ყველამ იცის კვარაცხელიას ხარისხი; უნარი გასცდეს მოთამაშეებს და ჰქონდეს საშიში დარტყმა, რომელსაც ნებისმიერი მეკარის გამოცდა შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ბადრი აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა, კვარაცხელიას გზა ვარსკვლავობამდე არც ისე ადვილი იყო. მან 3 სეზონი რუსეთში გაატარა, სანამ ნაპოლი დაურეკავდა.
კვარაცხელიამ ევროპაში პსჟ-სთვის შექმნა განსხვავება, როცა ეს საჭირო იყო და გუნდი უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა." - წერია სტატიაში.
ხვიჩა ლიგა 1-ში ყველაზე ძვირადღირებულია - მიქაუტაძის ფასიც გაიზარდა