გერმანიის ქალაქ კინბაუმში მიმდინარე კრივის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ალექსანდრე ბალაძე ფინალში გავიდა.
80 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ბალაძემ ფრანგ ვარენ ჩოფის მოუგო და 17 დეკემბერს კონტინენტის ჩემპიონობისთვის იჩხუბებს.
საქართველოს ნაკრები ტურნირს 5 მედლით დაასრულებს - რატი ხარბედიამ (46 კგ.), შალვა ბერიძემ (48 კგ.), ზაზა მდინარიძემ (52 კგ.) და ჰასან აკპინარმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე 15 სპორტსმენით გახლდათ წარმოდგენილი.