დინამო თბილისი გაგრას ყოფილ შემტევ გიორგი ხარებაშვილთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta Georgia ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და 29 წლის ფეხბურთელი დინამო არენაზე გადასასვლელად მზადაა. იგი დედაქალაქელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ხარებაშვილმა გაგრას რიგებში ბოლო 2 სეზონი გაატარა და, ეროვნული ლიგისა და საქართველოს თასის ეგიდით, 77 მატჩში 32 საგოლე მოქმედება შეასრულა - 22 გოლი, 10 ასისტი.
გამოცდილი შემტევი 2021-23 წლებში საგარეჯოს გარეჯის შემადგენლობაში გამოდიოდა და ეროვნული ლიგა 2-ის 74 შეხვედრაში ზუსტად ამდენივე საგოლე მოქმედება მიითვალა - 53 გოლი, 21 ასისტი.
2026 წლის სეზონისთვის, ხარებაშვილი დინამო თბილისის პირველი შენაძენი იქნება.