VIDEO: სადებიუტო გოლი ჩემპიონატში - ხორხელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სპარტაკ ტრნავას შემტევმა, ლუკა ხორხელმა სლოვაკეთის NIKE LIGA-ში სადებიუტო გოლი გაიტანა - შკალიცას კარი აიღო, მისმა გუნდმა კი 2:0 გაიმარჯვა.
ქართველმა ანგარიში 41-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა, რასაც მალევე მეორე გოლიც მიაყოლეს. ხორხელს გოლის გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა მცველმა დაბლოკა. აქტიური იყო რამდენიმე ეპიზოდშიც, როცა საკვანძო პასი შეასრულა.
საერთო ჯამში, კარგი მატჩი ჰქონდა და ამაზე მიუთითებს შეფასებებიც - Sofascore-მა 7.7 დაუწერა, FlashScore-ის ვერსიით კი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - 8.5 შეფასება.
სამგურალის ყოფილი ფეხბურთელი ტრნაველთა რიგებში სექტემბრის დასაწყისში გადავიდა, ჩემპიონატის ბოლო 4 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს - იქამდე სასტარტოში ერთადერთხელ, სათასო მატჩში იყო.
NIKE LIGA-ში აქამდე 1 ასისტი ჰქონდა, თასზე კი გოლი შეაგდო. ასე რომ, სლოვაკურ კარიერაში 3 საგოლე მოქმედება მოაგროვა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ კვლავ განაცხადს მიღმა იყო გიორგი მოისწრაფიშვილი - 9 ნოემბერს, პრეშოვთან გააძევეს და მას შემდეგ განაცხადში 5-დან არც ერთ მატჩში ყოფილა.
18 ტურის შემდეგ, სპარტაკ ტრნავას 35 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და ლიდერ სლოვან ბრატისლავას 4 ქულით ჩამორჩება.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ზამთრის პაუზა გამოცხადდა და ტურნირი 7 თებერვლიდან განახლდება.