VIDEO: გუნდში მე-4 შედეგი - მამუს ტორონტომ 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა, ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, მაიამი ჰიტი სტუმრად დამაჯერებლად დაამარცხა - 106:96.
კანადელებს ბრენდონ ინგრამმა (28 ქულა, 5 ქულა, 5 ასისტი) და სკოტი ბარნსმა (17 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი) ულიდერეს, გუნდში მე-4 შედეგი კი მამუს ჰქონდა.
ქართველმა 18:33 წუთი ითამაშა - 11 ქულა, 7 მოხსნა. 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 2 ჩაჭრა ჰქონდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა სეზონში მე-16 გამარჯვება (11 მარცხთან ერთად) იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზეა.
რეპტორსი მომდევნო თამაშს, 19 დეკემბრის 05:00 საათზე, ტრავმირებული იანისის გარეშე მყოფ მილუოკი ბაქსთან (11 მოგება, 16 წაგება) ჩაატარებს.
ცნობისთვის, ბერძენი სუპერ ვარსკვლავის დაბრუნებას იანვრის დასაწყისიდან ელოდებიან.