ეროვნული ლიგის 2025 წლის ვიცე-ჩემპიონმა და საქართველოს თასის მფლობელმა, გორის დილამ თავისი ერთ-ერთი ლიდერი სირილ ედუძი დანიურ რანდერსში გაყიდა.
"ჩვენი ახალი 33-ე ნომერი. სირილ ედუძი კრონიულანდში გორის დილასთან ერთად საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებისთანავე ჩავიდა. გილოცავთ ტიტულს, სირილ! ღია ცისფერ მაისურში შენ ხილვას მოუთმენლად ველით", - წერს რანდერსი სოციალურ ქსელში.
სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, განელი გარემარბის ღირებულება 75 000 ევროს შეადგენს.
ედუძი დილას 2025 წლის დასაწყისში შეუერთდა, ეროვნული ლიგის სეზონი 3 გოლითა და 7 ასისტით დაასრულა, ჯამში გუნდის მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 13 საგოლე მოქმედება შეასრულა - 4 გოლი და 9 ასისტი.