გერმანიის ქალაქ კინბაუმში მიმდინარე კრივის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ალექსანდრე ბალაძე კი ფინალშია გასული და ოქროსთვის იჩხუბებს.
80 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალურ ეტაპზე, ბალაძემ ფრანგ ვარენ ჩოფის მოუგო და 17 დეკემბერს კონტინენტის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
რატი ხარბედიამ (46 კგ.), შალვა ბერიძემ (48 კგ.), ზაზა მდინარიძემ (52 კგ.) და ჰასან აკპინარმა 1/2 ფინალური ორთაბრძოლები დათმეს, რითაც ავტომატურად ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.
ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე 15 სპორტსმენით გახლდათ წარმოდგენილი და ტურნირს 5 მედლით დაასრულებს.