პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, თავის ფეხბურთელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„დღეს კიდევ უფრო თავმდაბლები უნდა ვიყოთ, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და საკუთარი თავის და გუნდის გაუმჯობესება ვეცადოთ.
ახალგაზრდებს უკვე ვუთხარი - ბიჭებო, რა თქმა უნდა გუშინ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება ვიზეიმეთ, ახლა ნაკრებში წადით, მაგრამ როგორც კი დაბრუნდებით - ეგრევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უნდა დაიწყოთ ფიქრი." - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - ყველაფერი, რაც ტურნირზე უნდა ვიცოდეთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და პსჟ მასში სხვა 11 ევროპულ გუნდთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.