გამოცემა GiveMeSport-მა 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მთავარი ნომინანტები დაასახელა.
ამ ეტაპზე "Golden Boy 2025-ის" მოგების მთავარ ფავორიტად პსჟ-ს 19 წლის შემტევ, დეზირე დუე მოიაზრება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი და საგოლე პასი მიითვალა.
აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს, ერთ მოთამაშეს ერთზე მეტჯერ ამ ჯილდოს მიღება არ შეუძლია. შესაბამისად, შარშანდელი გამარჯვებული ლამინ იამალი წელს ამ პრიზზე მონაწილეობას ვეღარ აცხადებს.
1. დეზირე დუე (პსჟ)
2. მაილზ ლიუის-სკელი (არსენალი)
3. პაუ კუბარსი (ბარსელონა)
4. დინ ჰაუსენი (რეალი)
5. ითან ნვანერი (არსენალი)
6. უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
7. კენან ილდიზი (იუვენტუსი)
8. ტომ ბისჰოფი (ჰოფენჰაიმი)
9. ელის ბენ სეგირი (მონაკო)
10. ენდრიკი (რეალი).