-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში ინტერმა ფეიენოორდს მოუგო.
შეხვედრა ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ორი მატჩის ჯამში მილანელებმა 4:1 იმარჯვეს და 1/4 ფინალში დამაჯერებლად გავიდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში ინტერის მხრიდან გოლები მარკუს ტურამმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ (პენალტი) გაიტანეს, ფეიენოორდიდან კი ერთადერთი გოლი ამ დაპირისპირებაში მოდერმა, ასევე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან შეაგდო.
1/4 ფინალში ინტერი ბაიერნს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში ლევერკუზენი ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები