მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
29 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 24-ე ტურში ინტერმა ფიორენტინას საკუთარ კედლებში აჯობა.
მატჩი ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და მილანური გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. რამდენიმე დღის წინ, გუნდებმა ფლორენციაშიც ითამაშეს დეკემბრის შემდეგ გადადებული თამაში და იქ იებმა 3:0 იმარჯვეს.
ანგარიში 28-ე წუთზე პონგრაჩიჩის ავტოგოლით ინტერმა გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს მანდრაგორამ დანიშნული პენალტი გოლად აქცია და ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა.
გამარვების გოლი მატჩის 52-ე წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა შეაგდო და ნაპოლი - უდინეზეს მატჩში ფრის დაფიქსირების გამო, ლიდერთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.
24 ტურის შემდეგ ნაპოლი 55 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ინტერი 54 ქულით მეორეა, ფიორენტინას კი 42 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები