• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ირანელმა ქალმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში თავშესაფარი მოითხოვეს
ფეხბურთიფეხბურთი

ირანელმა ქალმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში თავშესაფარი მოითხოვეს

09 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ხუთმა წევრმა ავსტრალიაში თავშესაფარი მოითხოვა და ამჟამად პოლიციის დაცვის ქვეშ უსაფრთხოდ იმყოფებიან - ამის შესახებ CNN Sports-ს წყარომ განუცხადა.


ირანის ნაკრების წევრები, რომლებიც ავსტრალიაში აზიის თასზე თამაშობდნენ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. იზრდება მოწოდებები, რომ მათი ირანში დაბრუნება არ დაუშვან, რადგან არსებობს შიში, რომ მათ სამშობლოში დევნა ელოდებათ.


ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუნდი გასულ კვირას ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩამდე ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს ჩუმად იდგა - გადაწყვეტილება, რომელმაც ბევრის აზრით, შეიძლება ირანის რეჟიმის მხრიდან დასჯა გამოიწვიოს.


სპორტულმა ჟურნალისტმა რაჰა პურბახშმა განაცხადა, რომ სულ მცირე შვიდმა მოთამაშემ გუნდის სასტუმრო დატოვა, მათგან ხუთმა კი უკვე მიმართა ავსტრალიის ფედერალურ პოლიციას თავშესაფრის მისაღებად.


პურბახშმა, რომელიც Iran International TV-ში მუშაობს, CNN-ს უთხრა, რომ ამ ხუთიდან სამი მოთამაშის ოჯახის წევრებს ირანში დაემუქრნენ. მისი თქმით, კიდევ ორი მოთამაშის ადგილსამყოფელი უცნობია მას შემდეგ, რაც მათაც გუნდის სასტუმრო დატოვეს.


Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს თქვა, რომ „საშინელი ჰუმანიტარული შეცდომა“ იქნებოდა, თუ ავსტრალია გუნდს ირანში დაბრუნების უფლებას მისცემდა და აღნიშნა, რომ თუ ავსტრალია ამას არ გააკეთებს, აშშ ირანელ ფეხბურთელებს თავშესაფარს მისცემს.


მოგვიანებით ტრამპმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს ესაუბრა და ხუთ მოთამაშეზე „უკვე იზრუნეს“.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ირანი
ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ირანელი ფეხბურთელი ქალები სამშობლოში დაბრუნებას უფრთხიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანელი ფეხბურთელი ქალები სამშობლოში დაბრუნებას უფრთხიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დუმილის შემდეგ ირანის ქალთა ნაკრებმა ჰიმნი სამხედრო სალმით შეასრულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დუმილის შემდეგ ირანის ქალთა ნაკრებმა ჰიმნი სამხედრო სალმით შეასრულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არ მაინტერესებს" - ტრამპი ირანის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არ მაინტერესებს" - ტრამპი ირანის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიცოცხლის ფასად მოგებული თამაშები: ჩრდილოეთ კორეის ლიგის დეტალები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიცოცხლის ფასად მოგებული თამაშები: ჩრდილოეთ კორეის ლიგის დეტალები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

09 მარ, 2026

ირანელი ფეხბურთელი ქალები სამშობლოში დაბრუნებას უფრთხიან

News image

06 მარ, 2026

დუმილის შემდეგ ირანის ქალთა ნაკრებმა ჰიმნი სამხედრო სალმით შეასრულა

News image

04 მარ, 2026

,,არ მაინტერესებს" - ტრამპი ირანის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე

News image

07 მარ, 2026

სიცოცხლის ფასად მოგებული თამაშები: ჩრდილოეთ კორეის ლიგის დეტალები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება