დაპირისპირება ოქტაგონს მიღმა პიკს აღწევს: ლეგენდარულმა ნეიტ დიასმა ილია თოფურიას მისამართით სკანდალური და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.
სტოკტონელმა მებრძოლმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ილიას სიმაღლესა და თავდაჯერებულობაზე იხუმრა.
„ის მხოლოდ 120 სანტიმეტრია“ - დიასის თავდასხმა
ნეიტ დიასი, რომელიც ამ უქმეებზე ნეტფლიქსის ტურნირზე მაიკ პერის უპირისპირდება, აშკარად არ არის ილია თოფურიას ფანი. დიასის გაღიზიანება თოფურიას იმ კომენტარმა გამოიწვია, სადაც ქართველმა მებრძოლმა თქვა, რომ ნეიტი „არაფრად ვარგა“.
ის ერთი პატარა ნაბი***რია. მე ამ სულელებზე წლებით წინ ვარ. თოფურია ამბობს, რომ თითქოს მე ჩხუბი არ ვიცი. ძმაო, შენ თვითონ არ ვარგიხარ! რაღაც სისულელეებს ბოდავდა, ჯეიკ პოლს კრივში მოვუგებო. ილია თოფურიას მაგრად ვცემ, ეს სულელი ზედმეტად თავდაჯერებულია. საერთოდ არ იცის, რაზე ლაპარაკობს და თან სულ რაღაც 120 სანტიმეტრია. იმდენი პატარა ნაბი***რი დარბის ირგვლივ, რომლებსაც სილა აკლიათ
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 14 ივნისს, თეთრ სახლში გასამართ Freedom 250 ტურნირზე, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტიტულის დაცვას გეგმავს. დიასის რანტმა კი სოციალურ ქსელებში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია, გულშემატკივრების ნაწილი თვლის, რომ ნეიტი უბრალოდ ყურადღებას ითხოვს, ნაწილი კი ამ ორი მებრძოლის დაპირისპირებას მოუთმენლად ელის.